სერგო ჩიხლაძე: ლავროვის განცხადება არის დაცინვა!

სერგო ჩიხლაძე: ლავროვის განცხადება არის დაცინვა!

29-09-2024, 19:34 - 2024
625
       

„ლავროვის განცხადება არის დაცინვა! - ევროპის კავშირია ჩვენი ქვეყნის გამთლიანების გარანტი და არა ლავროვი“, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების შეფასების განაცხადა.


მისივე თქმით, სერგეი ლავროვი იყენებს „ქართული ოცნების“ ანტიქართულ განცხადებებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში „ათეთრებს“ რუსეთს.

„ეს არის მორიგი დაცინვა! ურთიერთობების დალაგება, საქართველოს გამთლიანება და კეთილდღეობა ევროპის კავშირზეა. ჩვენ გავხდებით ევროპის კავშირი და ეს პრობლემები მოგვარდება. რაც შეეხება ლავროვს, ეს არის დაცინვა! ის იყენებს „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის ანტიქართულ განცხადებებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში „ათეთრებს“ რუსეთს. ისინი ამით კმაყოფილები არიან. ევროპის კავშირია ჩვენი ქვეყნის გამთლიანების გარანტი და არა ლავროვი“, - აღნიშნა ჩიხლაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები