ივანიშვილი მოსახლეობას: თუ შეცდომას დაუშვებთ, 2008 წლის ომი მონაგონი იქნება

ივანიშვილი მოსახლეობას: თუ შეცდომას დაუშვებთ, 2008 წლის ომი მონაგონი იქნება

28-09-2024, 22:50 - 2024
379
       

ქართველი ოლიგარქი და მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს.

ოლიგარქმა მოსახლეობას ისევ  ტყვია გაუმტარი შუშის ყუთიდან მიმართა.

„დღეს ყველა თვალნათლივ ვხედავთ, რომ ეს რადიკალური ძალა მის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური, არასამთავრობო თუ მედიაორგანიზაციები უცხო ძალის ინტერესს ატარებენ და ცდილობენ, საქართველო ომის უბედურებაში გახვიონ.

შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში 2008 წლის აგვისტოს ომი მონაგონი იქნება. ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალები ადგილორბრივი აგენტურის ხელით საქართველოს რუკიდან გაქრობას უპირებენ, ემზადებიან იმისთვის, რაც ვერცერთმა დამპრობელმა ვერ მოახერხა საუკუნეების მანძილზე“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები