გიორგი ვაშაძე: ჩვენ მხარს ვუჭერთ ეკლესიას

გიორგი ვაშაძე: ჩვენ მხარს ვუჭერთ ეკლესიას
29-08-2024, 22:40 - 2024
2 041

„ვთვლით, რომ ჩვენი ორიათასწლოვანი ქრისტიანობა და ჩვენი იდენტობა განპირობებულია არა კონსტიტუციური ჩანაწერით, არამედ რწმენით“, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე განაცხადა.


ვაშაძის თქმით, ის მხარს უჭერს ეკლესიის მოთხოვნას, რომ დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ეკლესიის მოთხოვნას, რომ დარჩეს დამოუკიდებელი და თავისუფალი ყოველგვარი სახელმწიფო ჩარევისგან, რადგან ვთლით, რომ ჩვენი ორიათასწლოვანი ქრისტიანობა და ჩვენი იდენტობა განპირობებულია არა კონსტიტუციური ჩანაწერით, არამედ რწმენით, რომელიც მოციქულთა დროიდან იქადაგება საქართველოში“, - განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
სხვა სიახლეები