„თავის დროზე საუკეთესო ვარიანტი შეირჩა“ | ეკლესია სახელმწიფოს ინიციატივაზე მსჯელობს

„თავის დროზე საუკეთესო ვარიანტი შეირჩა“ | ეკლესია სახელმწიფოს ინიციატივაზე მსჯელობს
29-08-2024, 16:09 - 2024
1 907

გამოცხადდება თუ არა მართლმადიდებელი ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფო რელიგიად და როგორი იქნება ხელისუფლების ინიციატივაზე ეკლესიის პასუხი.


ამ თემაზე დღეს საპატრიარქოში მაღალი იერარქიის სასულიერო პირები და იურისტები მსჯელობენ.

სასულიერო პირებმა საპატრიარქოში შესვლამდე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს და განაცხადეს, რომ მოსაზრებას ინიციატივის დეტალების გაცნობის შემდეგ დააფიქსირებენ.

ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტის გრიგოლ ბერბიჭაშვილის თქმით, თავის დროზე ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმების გაფორმებისას საუკეთესო ვარიანტი იქნა შერჩეული.

„მეც მოარული ხმებით ვიცი ყველაფერი, გავარკვევ და გეტყვით... როდესაც გამოცხადდა კონსტიტუციური შეთანხმების თემა, მანამდე ყველა საკითხი იქნა გავლილი და საუკეთესო იქნა შერჩეული“, - განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
სხვა სიახლეები