„ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა თუ როგორ ერევა რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამსახური რა თქმა უნდა პოლიტიკური ხელმძღვანელობის დავალებით საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიაში და დამდეგ არჩევნებში“, - ასე აფასებს რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას, საქართველოში „ფერადი რევოლუციის“ მოწყობასთან დაკავშირებით პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი კახა ქემოკლიძე.
მისი თქმით, ეს განცხადება ემსახურება ე.წ საინფორმაციო ველის დამუშავების მიზანს, რომ რუსეთის ფედერაცია აქტიურად აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
„ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა თუ როგორ ერევა რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამსახური რა თქმა უნდა პოლიტიკური ხელმძღვანელობის დავალებით საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიაში და დამდეგ არჩევნებში. ეს განცხადება ემსახურება ე.წ საინფორმაციო ველის დამუშავების მიზანს, რომ რუსეთის ფედერაცია აქტიურად აკვირდება აქ განვითარებულ მოვლენებს და შესაბამისად ცხადია შეიძლება ჰქონდეს რეაქცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით რა შედეგი დადგება ოქტომბრის არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.