„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებს ბოლო 8 თვის ფინანსური
ანგარიშების წარდგენა დაევალათ.
ვაშაძე ამბობს, რომ მისი პარტია ზეგამჭვირვალეა.
„ეს სიგიჟე, რომ ანტიკორუფციული ბიურო ამით არის დაკავებული და არ აინტერესებს, კახა კალაძეს ნახევარმილიონიანი საათი საიდან უკეთია და საიდან გააფრინა პენსიონერი მამის მიერ დაფინანსებული სპეცრეისით შვილი ირაკლი ღარიბაშვილმა, ყველაფერი დღესავით ნათელია [...] ჩვენი პარტია არის ზეგამჭვირვალე. ანგარიშებს ყოველთვის თავის დროზე ვაბარებთ და ჩვენს დაფინანსებაზე არაფერი კითხვა არ არის“, - ამბობს ვაშაძე.