გახარია: მოსახლეობა დაიღალა და ცვლილებების მოლოდინში არიან

გახარია: მოსახლეობა დაიღალა და ცვლილებების მოლოდინში არიან

26-08-2024, 14:41 - 2024
302
       

„ქვეყანაში ცვლილებები აუცილებელია და მოსახლეობა ამ ცვლილებების მოლოდინში არიან“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.


„ბევრგან ვიყავით... ელექტორალური განწყობები ამ და წინა არჩევნებს შორის ძალიან განსხვავდება იმ თვალსაზრისით, რომ დაღლილობა არის ძალიან გაზრდილი, ოცნების უბრალოდ აღარ სჯერათ.

ოცნების ყველაზე დიდი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ რიგითი ადამიანების თვალში ჩამოყალიბდა, როგორც მატყუარა პოლიტიკური ძალა. 

ეს ყველაფერი აიძულებს ოცნებას, რომ ნეგატიური საარჩევნო კამპანია აწარმოოს, რასაც აკეთებს.

ადამიანები ხედავენ, რომ ქვეყანაში ცვლილებები აუცილებელია და ამ ცვლილებების მოლოდინში არიან“, - განაცხადა გახარიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები