ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ივანიშვილი აპირებს, აფხაზეთის აღიარებას ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიის სანაცვლოდ.
„ბიძინა ივანიშვილი და მისი ქართული ოცნება ემსახურება რუსეთს. ივანიშვილი გადადის გეგმის შემდგომ ეტაპზე, ნათელია, რომ ის აპირებს აფხაზეთის აღიარებას ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიის სანაცვლოდ. საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რისთვისაც, როგორც თავად ამბობს, მას თურმე სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს არის სწორედ ამ მზაკვრული, მოღალატეობრივი გეგმის ნაწილი. საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც ახლა მინდა ყველას დასანახად გაჩვენოთ, უკვე არის ძალიან მკაფიო, ძალიან ცალსახა ჩანაწერი საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, სწორედ ამ ჩანაწერს უმიზნებს ივანიშვილი, როდესაც ის საუბრობს საკონსტიტუციო ცვლილებებზე“, - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.