მედიაში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც კურსკის ოლქში, რილსკის რაიონში მდებარე სოფელ ოქტიაბრსკოიეს მახლობლად რუსი სამხედროების კოლონაზე მიტანილი იერიშის შედეგი ჩანს.
კადრების მიხედვით, დაღუპულია რამდენიმე ათეული რუსი სამხედრო.
ვიდეოში ჩანს რამდენიმე სატვირთო მანქანა, რომლებიც ჯარისკაცების სხეულებითაა სავსე, რამდენიმე ავტომობილი კი თითქმის სრულად ფერფლადაა ქცეული. საერთო ჯამში, ვიდეოში 14 განადგურებული სატვირთო მანქანა ჩანს.
უკრაინელი ომის კორესპონდენტი, იური ბუტუსოვი წერს, რომ კოლონაზე იერიში HIMARS-ის კასეტური რაკეტებით მიიტანეს.
ჯერჯერობით უცნობია, რომელ ქვედანაყოფს ეკუთვნოდა გამადგურებული კოლონა.