მელია: „ოცნებამ“ თქვა, რომ მას არ აინტერესებს ევროპული ანუ ეროვნული მისწრაფებები

მელია: „ოცნებამ“ თქვა, რომ მას არ აინტერესებს ევროპული ანუ ეროვნული მისწრაფებები

7-08-2024, 16:26 - 2024
353
       

„2012 წლის პირველი ოქტომბრიდან ხალხის ინტერესში შედიოდა კეთილდღეობა - დასანანია, რომ ჩვენი საუკეთესო პარტნიორთა ნაწილი საერთაშორისო დონეზე ამ ყველაფერს ვერ ხედავდა ამ უბრალოდ, პოლიტიკურად ქარაფშუტული ვარაუდით ცდილობდა, რომ მიეცათ კიდე ავანსად შანსი ხელისუფლებისთვის“, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს დასავლეთიდან შეჩერებული დაფინანსებების შესახებ საუბრისას განუცხადა.


მელიას თქმით, დასავლელ პარტნიორების ნაწილს „ის ვითარება, რომელსაც ყოველდღიურად ვეჯახებით, უკეთ რომ დაენახათ, არსებული ვითარება არ იქნებოდა ქვეყანაში“.

„უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მხოლოდ ბიუროკრატიისთვის და სახელმწიფო აპარატისთვის მიღებული აქვს 26 მილიარდი ლარი. ათწლეულების განმავლობაში, ჩვენი სახელმწიფოს პარტნიორები და ქომაგები ახორციელებენ ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. როდესაც ისინი ხედავენ, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება კი არ არის სახეზე, არამედ უკუსვლა, ბუნებრივია, მათ აქვთ უფლება, დადგნენ ძალიან მკაფიოდ ქართველი ხალხის გვერდით. არ მალავენ, რომ ქართველი ხალხია მათი საუკეთესო პარტნიორი.

2012 წლის პირველი ოქტომბრიდან ხალხის ინტერესში შედიოდა კეთილდღეობა, თავისუფალი მართლმსაჯულება, თავისუფალი მედია, უზრუნველყოფილი სიბერე, ახალგაზრდებისთვის პერსპექტიული საქართველო და ბევრი სხვა. სამწუხაროდ, დღემდე ის მოცემულობა მივიღეთ, რაც არის.

დასანანია, რომ ჩვენი საუკეთესო პარტნიორთა ნაწილი საერთაშორისო დონეზე ამ ყველაფერს ვერ ხედავდა ამ უბრალოდ, პოლიტიკურად ქარაფშუტული ვარაუდით ცდილობდა, რომ მიეცათ კიდევ ავანსად შანსი ხელისუფლებისთვის, რასაც ოპოზიცია წლების განმავლობაში ხედავდა. დასანანია, მათ რომ უკეთ დაენახათ ის ვითარება, რომელსაც ახლა ჩვენ ყოველდღიურად ვეჯახებით, ვფიქრობ, დღეს ასეთი მძიმე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ვითარება არ იქნებოდა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები