„დაპაუზდა აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) კვლევითი პროექტები და CDC-ის დაფინანსებულ ტრენინგებში ჩვენი ახალგაზრდა სპეციალისტების მონაწილეობა“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ განაცხადა.
იმნაძემ უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
როგორც მან აღნიშნა, ლუგარის ცენტრს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს.
„აშშ-ს CDC-ის კვლევითი პროექტები დაპაუზდა და CDC-ს დაფინანსებულ ტრენინგებში ჩვენი ახალგაზრდა სპეციალისტების მონაწილეობა. სხვა სააგენტოების და კერძო ფონდების პროექტები ჩვეულებრივად გრძელდება. ლუგარის ცენტრს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.