სააკაშვილი: მიკვირს, რომ სალომე ზურაბიშვილს არასდროს გაუპროტესტებია ჩემი უკანონო პატიმრობა

სააკაშვილი: მიკვირს, რომ სალომე ზურაბიშვილს არასდროს გაუპროტესტებია ჩემი უკანონო პატიმრობა

6-08-2024, 20:41 - 2024
385
       

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისთვის გასაკვირია, პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს არასდროს გაუპროტესტებია მისი პატიმრობა.


როგორც სააკაშვილი წერს, ზურაბიშვილი სასამართლოსგან ითხოვს მის გაჩუმებას.

„მიკვირს, რომ დემოკრატიულ საფრანგეთში გაზრდილ სალომე ზურაბიშვილს არასდროს გაუპროტესტებია ჩემი უკანონო პატიმრობა და არ მოუთხოვია ე.წ. "პიჯაკების" საქმესთან დაკავშირებით, 2014 წლიდან საპრეზიდენტო ხარჯებზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნა.

ახლა ივანიშვილის სასამართლოსგან ითხოვს, ყველაზე წარმომადგენლობითი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ჩემს გაჩუმებას, ესაა მისი დემოკრატიული პლატფორმა?

დემოკრატია ხომ პირველ რიგში სამართლიანობა და თანასწორუფლებიანობა არის, ასე როგორ შევქმნით სამართლიანსა და დემოკრატიულ სახელმწიფოს?“, - წერია სააკაშვილის განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები