ბოკუჩავა: ზურაბიშვილის განცხადება არ დააკნინებს სააკაშვილის დამსახურებას ქვეყნის წინაშე

ბოკუჩავა: ზურაბიშვილის განცხადება არ დააკნინებს სააკაშვილის დამსახურებას ქვეყნის წინაშე

6-08-2024, 15:45 - 2024
363
       

„ზურაბიშვილის განცხადება არ დააკნინებს სააკაშვილის დამსახურებას ქვეყნის წინაშე“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.


„პრეზიდენტი ზურაბიშვილის მხრიდან აღნიშნული უკანონობის ნიველირება გუშინდელ პრესკონფერენციაზე არ დააკნინებს პრეზიდენტი სააკაშვილის დამსახურებას ჩვენი ქვეყნის წინაშე, მაგრამ გაართულებს იმ საერთო ევროპულ მომავალზე შეთანხმებას, სადაც პოლიტიკური მართლმსაჯულების ადგილი, ნამდვილად არ არის - ჩვენ შეიძლება ვერ ვთანხმდებოდეთ წარსულზე, მაგრამ ჩვენი ვალია, შევთანხმდეთ მომავალზე, რადგან მყარად მჯერა, რომ ეს მომავალი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ევროპულია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები