მანჯგალაძე: როგორც ეშმაკს ეშინია ჯვრის, ისე ეშინია „ოცნებას“ სააკაშვილის სურათის

მანჯგალაძე: როგორც ეშმაკს ეშინია ჯვრის, ისე ეშინია „ოცნებას“ სააკაშვილის სურათის

6-08-2024, 15:29 - 2024
349
       

„ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება, საქართველოს ყველა პარტნიორისგან დაფინანსებულ პროექტს საფრთხე შეექმნება.


მანჯგალაძის შეფასებით, საქართველოს პარტნიორებს, მეგობრებს „ქართული ოცნების“ ქმედებებზე სარკისებური პასუხები აქვთ.

„თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება, არათუ ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობას და კონკრეტულ პროექტებს შეიძლება საფრთხე, პრობლემა შეექმნას, არამედ უკვე არსებულ პროექტებს. კერძოდ, 100-მდე პროექტს, რომელიც დასავლეთის დაფინანსებით ხორციელდება. მათი ღირებულება ჯამში 10 მილიარდი დოლარია და ამ დაფინანსებით 100 000-მდე ადამიანია დასაქმებული. ეს პროექტებიც დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ლუგარზე და ასევე, საუბარი არ არის მხოლოდ ფინანსურ სანქციებზე, ამას საქართველოსთვის უდიდესი პოლიტიკური ნეგატიური გავლენა აქვს, როცა შენ „ჰეზბოლასთან“ და „ჰამასთან“ ერთად ფოტოებს იღებ, პოზიორობ და ასე მსოფლიოს თვალწინ ჩანხარ, მაშინ არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ევროკავშირის ან ნატო-ს კარი შენთვის გაიღება.

ჩვენი პარტნიორების მხრიდან „ქართული ოცნების“ ქმედებებზე სარკისებური პასუხია. ამასთან, თქვენ იცით, რომ შეჩერებულია, დაპაუზებულია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რა ჯანდაბად გვინდა მთავრობა, რომელსაც ევროკავშირში ქვეყანა არ მიჰყავს? რად გვინდა მთავრობა, რომელიც ამერიკას ეძახის არეულობის მსურველ ქვეყანას და „ჰეზბოლასთან“ და „ჰამასთან“ იღებს სურათებს? ასევე, „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ მსგავს განცხადებებს აკეთებენ? „ქართულ ოცნებასა“ და ამ ბოროტების ღერძზე სახელმწიფოებს, ორგანიზაციებს შორის ფაქტობრივად არანაირი განსხვავება არ არის“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები