ზურაბიშვილი: ოპოზიცია ჯერ ჭიდაობს, თუმცა შეთანხმება იქნება

ზურაბიშვილი: ოპოზიცია ჯერ ჭიდაობს, თუმცა შეთანხმება იქნება

5-08-2024, 23:50 - 2024
299
       

„არჩევნებში მოსახლეობა იტყვის ვინ უნდა, რომელ პარტიას ენდობა და რომელს არა. ეს არის ნდობის აღდგენის მომენტი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, ის თავად იქნება გარანტი იმისა, რომ იტყვის ვინ ასრულებს ქარტიის მიხედვით დათქმულ ვალდებულებას და ვინ არა.

როგორც პრეზიდენტმა განმარტა, ამის შემდეგ არჩევნებში მოსახლეობა თავად იტყვის რომელ პარტიას ენდობა და რომელს არა.

„მე ვიქნები თუ არა ყოფილი ეს შემდეგ გადაწყდება - არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან მაინც ვიქნები გარანტი, და რაც მთავარია, ჩემზე მეტად გარანტი საქართველოს მოსახლეობა იქნება. სწორედ იმიტომ რომ ჩაწერილია ერთ წლიანი ვადა და [„ქართულ ქარტიაში“] ჩაწერილია ის, რომ საარჩევნო გარემო უნდა გათავისუფლდეს და აღარ უნდა ვიყოთ იმ გარემოებაში, სადაც უკვე ბევრი წელია ვართ. საქართველოს მოსახლეობა იტყვის ვინ შეასრულა ეს დათქმა და ვალდებულებები და ვინ არა. მე იმ მხრივ ვიქნები გარანტი, რომ ვიტყვი ვინ არ ასრულებს ამ მომენტში [ვალდებულებას]. შემდეგ არჩევნებში მოსახლეობა იტყვის ვინ უნდა, რომელ პარტიას ენდობა და არ ენდობა. ეს არის ნდობის აღდგენის მომენტი. ასეთი შანსი პოლიტიკურ პარტიებს არ ეძლევათ, რომ ჰქონდეთ შანსი, რომ შეასრულონ ხალხის დაკვეთა და დაუბრუნონ მათ დემოკრატიის მანდატი. შემდეგ თქვან, რომ „მე შეგისრულე, გთავაზობ ნამდვილ პროგრამას, მიმართულებას და ამიერიდან მომეცი მე ხმა“. ეს იქნება ამსახველი იმის, თუ რა უნდა საზოგადოებას. ამ არჩევნებში არავინ ჩათვალოს, რომ პირადად თვითონ იღებს ხალხის მანდატს. ამ არჩევნებში იქნება ქარტია და ევროპა მიიღებს ხალხის მანდატს. პარტიები იმისთვის არიან, რომ გემოვნება იყოს გამოხატული და ყველას ჰქონდეს მისი გამოხატვის საშუალება. ერთიანი ქოლგა, ნება, მიზანი და პარტიული მრავალფეროვნებაა ამისი მიზანი“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები