მმართველი პარტიის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ დანია გლობალური ომის პარტიის წევრია.
მისი განცხადებით, გლობალური ომის პარტია რევოლუციური სცენარისთვის ემზადება.
„სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები და დონორები აფინანსებენ რევოლუციურ სცენარებს, ავტორიტარიზმისა ფესტივალებს, ანტიდემოკრატიულ ფესტივალებს და ა.შ.
ეს ფაქტიც არის იმის მტკიცებულება, რომ დონორები აფინანსებენ ორგანიზაციებს, რომლებიც ემზადებიან 27 ოქტომბრისთვის და არა 26 ოქტომბრისთვის.
ამ შემთხვევაში, დანიის საელჩოც არის გლობალური ომის პარტიის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც აქვს ბრძანება და მერე ყველა ვალდებულია, ეს ბრძანება შეასრულოს.
ამიტომაც არ აქვთ პასუხები. როგორ შეიძლება ჰქონდეს პასუხი რომელიმე ქვეყნის საელჩოს, როდესაც ის სუბიექტურად რომელიღაც პარტიას, ამ შემთხვევაში, რადიკალურ პარტიას აფინანსებს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.