ლევან ბეჟაშვილი: მიხეილ სააკაშვილი ქართულ ოცნებას წალეკავს

ლევან ბეჟაშვილი: მიხეილ სააკაშვილი ქართულ ოცნებას წალეკავს

5-08-2024, 17:00 - 2024
400
       

„წნეხი რაც უფრო მძიმეა, მიხეილ სააკაშვილი მით უფრო ბრძოლისუნარიანი და თავგანწირულია“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ბეჟაშვილი.


მისი თქმით, სააკაშვილის ბრძოლა, ქართველ ხალხთან ერთად, საბოლოო გამარჯვებამდე გაგრძელდება.

„მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყნის პოლიტიკის ის ფაქტორია, რომელიც ქართულ ოცნებას წალეკავს. ეს ივანიშვილმა და საქართველოში რუსულმა აგენტურამ ძალიან კარგად იციან. შესაბამისად, მასზე ზეწოლის განხორციელება დღეს ქართული ოცნების ხელში მთავარი იარაღია. თუმცა, წნეხი რაც უფრო მძიმეა, მიხეილ სააკაშვილი მით უფრო ბრძოლისუნარიანი და თავგანწირულია და მისი ბრძოლა ქართველ ხალხთან ერთად, საბოლოო გამარჯვებამდე გაგრძელდება“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები