გიული ალასანია: სააკაშვილი სხვა პალატაში გადაიყვანეს, სადაც ტელევიზორი არ არის

გიული ალასანია: სააკაშვილი სხვა პალატაში გადაიყვანეს, სადაც ტელევიზორი არ არის

4-08-2024, 22:00 - 2024
499
       

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ცნობით, პარასკევს, სასამართლო სხდომის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ პალატ შეუცვალეს.


ალასანიას ცნობით, სააკაშვილი კლინიკის მე-8 სართულზე გადაიყვანეს, სადაც ტელევიზორი არ არის.

„სამუშაო საათები რომ ამოიწურა და უკვე წვდომა ჩემ შვილთან აღარავის ექნებოდა, მომდევნო დღეებიც შაბათ-კვირა იყო და აგრეთვე იქნებოდა სრულ იზოლაციაში, უცებ დაავლეს ხელი და გადაიყვანეს სხვა ფლიგელში, დაავლეს ხელი და გადაიყვანეს სასტუმროში, სასტუმროს უწოდებენ იმ ნაწილს, სადაც მერვე სართულზე მოათავსეს ადამიანი, აღმოჩნდა რომ ამ ახალ პირობებში ტელევიზორიც არ აქვს, თუმცა დაპირება იყო, რომ ყველაფერი იგივე უნდა ჰქონოდა, ემატებოდა კიდევ რაღაც სავარჯიშოები, ესეც ექიმების რეკომენდაციით ხდებოდა, მისი ჯანმრთელობისთვის. ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო. მე გავიხედე იქ და იქ არც ეს სავარჯიშოები არ არის და, რაც მთავარია, ტელევიზიაც აღარ არის“, - ამბობს სააკაშვილის დედა, გიული ალასანია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები