თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

4-08-2024, 16:15 - 2024
263
       

თბილისში მუქარისა და გამოძალვის ბრალდებით დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი,  აფგან სადიგოვი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა, სანამ სასამართლო ექსტრადირების საკითხზე იმსჯელებს. 


ადვოკატები გეგმავენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ, თუმცა ჯერ ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილებას ელოდებიან. 

მანამდე კი სასამართლომ უნდა იმსჯელოს, რამდენად უსაფრთხო იქნება სადიგოვის აზერბაიჯანში გადაყვანა. 

„თვითონ შინაარსი რაც არის ბრალის, რაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ არის გადმოცემული, აქედან გამომდინარე ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მოგვეთხოვა დაპატიმრება. გამოძალვაში ედება ბრალი, ორ ეპიზოდში და ეს საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენ მოგვეთხოვა დაპატიმრება. ყველაფერი, შემდგომში უფრო ცხადი იქნება, როდესაც განხილვა მოხდება უშუალოდ, არსებითად საექსტრადიციო მასალების“, - განაცხადა პროკურორმა, კონსტატინე ცერცვაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები