გახარია: „ოცნება“ სააკაშვილს საშუალებას აძლევს სასამართლო დარბაზიდან საარჩევნო კამპანია ჩაატაროს

გახარია: „ოცნება“ სააკაშვილს საშუალებას აძლევს სასამართლო დარბაზიდან საარჩევნო კამპანია ჩაატაროს

3-08-2024, 22:53 - 2024
668
       

„ოცნება“ სააკაშვილს საშუალებას აძლევს სასამართლო დარბაზიდან საარჩევნო კამპანია ჩაატაროს“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.


მისი თქმით, სააკაშვილი დღეს იდეალურ პირობებშია.

„ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ დღეს მიშა სააკაშვილი არის იდეალურ პირობებში.

ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა და მიუღებელი არის ის, რომ ქართული ოცნება უქმნის მას ისეთ პირობებს და შესაძლებლობებს - პლატფორმას აძლევს, რომ ადამიანმა სასამართლო პროცესიდან საარჩევნო კამპანია ატაროს.

ფაქტობრივად, მიშა სააკაშვილი მართავს პარტიასაც, ნაციონალურ მოძრაობასაც, იმ გამოყოფილ პარტიასაც (ახალ ნაციონალურ მოძრაობას), ეს ყველაფერი აგიტაციის ფონზე ხდება სასამართლო დარბაზიდან“, - განაცხადა გახარიამ.


       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები