შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ თბილისში დააკავეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი - აფგან სადიგოვი.
უწყებაში ამბობენ, რომ ის 2024 წლიდან მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა და ექსტრადირების მიზნით დააკავეს.
თავდაპირველად დაკავებაზე იფნორმაცია ჟურნალისტის ცოლმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.