ირანის უზენაესმა ლიდერმა, ალი ხამენეიმ, „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ, ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა.
ამის შესახებ ინფორმაციას NYT ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დირექტივა დღეს დილით, ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომაზე იქნა მიღებული.