ჯაბა სამუშია: დიალოგის გაგრძელება აკადემიურ სივრცეში აუცილებელია

ჯაბა სამუშია: დიალოგის გაგრძელება აკადემიურ სივრცეში აუცილებელია

დღეს, 21:44 - 2026
83
       

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით, თსუ-ის მმართველი ორგანოების: აკადემიური საბჭოსა და სენატის, ასევე, ფაკულტეტების დეკანებისა და პროფესორების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
 
თსუ-ს ინფორმაციით, სხდომის მონაწილეები შეჯერდნენ, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია შეხვედრა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან. ასევე, გამოითქვა მოსაზრება, რომ, თავის მხრივ, ფაკულტეტების მმართველი ორგანოები იმსჯელებენ აღნიშნულ საკითხზე და შეჯერებულ პოზიციას გააცნობენ თსუ-ს აკადემიურ საბჭოსა და სენატს.
 

„თსუ-ს რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ დიალოგის გაგრძელება აკადემიურ სივრცეში აუცილებელია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო საზოგადოების პოზიციების შეჯერება. აკადემიური საბჭოსა და სენატის გაერთიანებული სხდომის შემდეგ აღნიშნულ საკითხზე თსუ-ს რექტორი სტუდენტებსაც შეხვდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები