რუსი დეპუტატი: არ მესმის, როგორ აპირებს კობახიძე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას

რუსი დეპუტატი: არ მესმის, როგორ აპირებს კობახიძე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას

27-05-2024, 22:45 - 2024
11 882
       

„არ მესმის, როგორ აპირებს კობახიძე 2030 წლისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას“, - ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატი, დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი საუბრობს.


ის კობახიძის წინასაარჩევნო დაპირებას გამოეხმაურა. 

„არ ვიცი, რა შთააგონებდა საქართველოს პრემიერს, გარდა პატრიოტიზმის დემონსტრირების სურვილისა. 

ნამდვილად არ მესმის, როგორ აპირებს ის 2030 წლისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას, რომლებიც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ვითარდებიან, იმყოფებიან რუსეთის მფარველობის ქვეშ და აღიარებულები არიან. 

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ გზით საქართველოს პრემიერ-მინისტრს სურს, კიდევ ერთხელ გამოაცხადოს თავი პოლიტიკოსად, რომელიც არანაირად არ დაუთმობს ოპოზიციას ევროკავშირში გაწევრიანების ან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების პრეტენზიებს.

ეს, სავარაუდოდ, გამოწვეულია შიდაპოლიტიკური ბრძოლით, რომელიც საქართველოში გაძლიერდა უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებასთან მიმართებაში. 

საქართველოს ხელისუფლების სურვილი კი, მიუხედავად იმისა, რომ მათ მხარი დაუჭირეს ამ კანონს დასავლეთის აზრის საწინააღმდეგოდ, მაინც მეტყველებს იმაზე, რომ აი, ჩვენ რეალურად არ ვართ რუსეთის გავლენის ქვეშ. 
ჩვენ საკუთარ თავს ვუწესებთ მიზნებს, რომლებიც ეწინააღმდეგება რუსეთს და შეგიძლიათ მშვიდად იყოთ ჩვენი პოლიტიკის გარკვეულ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რომლებიც ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს. 

ის [კობახიძე] თავს იმართლებს შიდა ოპოზიციის და დასავლეთის წინაშე“, - ამბობს ზატულინი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები