მარგუს ცაკნა: ეს კანონი სიმბოლოა არჩევანისა რუსეთსა და EU-ს შორის

მარგუს ცაკნა: ეს კანონი სიმბოლოა არჩევანისა რუსეთსა და EU-ს შორის
15-05-2024, 13:05 - 2024
639

ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ რუსული კანონი არის სიმბოლო არჩევანისა რუსეთსა და ევროკავშირს შორის. 


მისი თქმით, პრინციპული არჩევანია და საქართველოს ხალხზეა დამოკიდებული, რა ტიპის მომავალი უნდათ საკუთარი თავებისთვის.

„ჩვენ აქ არ ჩამოვსულვართ იმისთვის რომ ლექცია ჩაგიტაროთ რა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, არა, ვინაიდან დემოკრატიულ სახელმწიფოებში სადაც არჩევნები ტარდება, არჩევნები სწორედ ამისთვის არის და მე მჯერა, რომ ქართველმა ხალხმა იცის რა არის მათი მომავალი, როგორი მომავალი უნდათ ჰქონდეთ მათ. ჩვენ აქ ჩამოვედით როგორც თქვენი მეგობრები, რეალური მეგობრები და არა ადვოკატირების მიზნით, არამედ უბრალოდ ფაქტების გაჟღერებისთვის. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის მეზობლად ცხოვრება ძალიან საშიში მდგომარეობაა... ყველა მეზობელი ქვეყანა რუსეთმა დააყენა საფრთხის წინაშე, სად ვიყოთ, უფრო თავისუფლებისკენ თუ რუსეთის მხარე დავიჭიროთ, ეს არის არჩევანი რომელიც გაქვთ. მე დღეს აქ ვიმყოფები, ვინაიდან ესტონეთს რეალურად ადარდებს საქართველო, ისტორიულად და დღესაც, ჩვენ გვადარდებს ქართველი ხალხის ბედი, ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ საქართველოსთვის,  ისტორიულად და თქვენ ეს ყველამ იცით. ჩვენ საქართველოს რეფორმებს მხარს ვუჭერდით ათწლეულების განმავლობაში და ჩვენ ვიზიარებთ იმ შეხედულებებს, რომ საუკეთესო განვითარება ქვეყნისთვის არის ევროკავშირში გაწევრიანება. ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს და სამოქალაქო თავისუფლებას და ყველაფერს, იმას რაზეც დგას ევროკავშირის ღირებულებები, ეს კანონი არის სიმბოლო, სიმბოლო არჩევანის რუსეთსა და ევროკავშირს შორის. ეს კანონპროექტი უფრო აშორებს საქართველოს ევროკავშირის გზიდან, ეს არის უკუსვლა, რომელზეც ევროკავშირს ექნება პასუხი“, - თქვა ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა