პუტინი - უკრაინა არის რუსეთის მიერ შექმნილი, ლენინის სახელობის ქვეყანა

პუტინი - უკრაინა არის რუსეთის მიერ შექმნილი, ლენინის სახელობის ქვეყანა
21-02-2022, 23:49 - 2022
1 057

„უკრაინა არის რუსეთის მიერ შექმნილი, ლენინის სახელობის ქვეყანა“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთისთვის უბრალოდ მეზობელი ქვეყანა არაა.
 
„უკრაინა ჩვენთვის უბრალოდ მეზობელი ქვეყანა არაა, ეს არის ჩვენი საკუთარი ისტორიის, კულტურის სულიერის სივრცის განუყოფელი ნაწილი. 
ისინი არიან ჩვენი ამხანაგები, ახლობლები, რომელთა შორის არა მხოლოდ კოლეგები, მეგობრები, ყოფილი თანამშრომები არიან, არამედ ასევე ნათესავები, ჩვენთან სისხლით და ოჯახით დაკავშირებული ადამიანები. 

თანამედროვე უკრაინა სრულად არის შექმნილი რუსეთის მიერ, უფრო სწორად ბოლშევიკური, კომუნისტური რუსეთის მიერ. 

ეს პროცესი დაიწყო პრაქტიკულად 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, ამასთან ლენინი და მისი თანაგუნდელები ამას თავად რუსეთის მიმართ საკმაოდ უხეში გზით აკეთებდნენ - მისი საკუთარი ისტორიული ტერიტორიების გამოყოფის სანაცვლოდ“, - განაცხადა პუტინმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა