პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა

პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა

21-02-2022, 23:39 - 2022
789
       

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. 
 
მანამდე, სეპარატისტების ლიდერებმა პუტინს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართეს. 
 
შეგახსენებთ, რომ დუმის დეპუტატებმა 15 თებერვალს მხარი დაუჭირეს უკრაინის ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას და ამისთვის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმი პუტინს მიმართეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები