სამადაშვილი: პაპუაშვილი სინამდვილეში არის სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე და საერთოდ ამ ქვეყნის ყველა მოღალატის ინკარნაცია

სამადაშვილი: პაპუაშვილი სინამდვილეში არის სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე და საერთოდ ამ ქვეყნის ყველა მოღალატის ინკარნაცია

1-05-2024, 13:20 - 2024
397
       

„შალვა პაპუაშვილი პაპუაშვილი კი არ არის სინამდვილეში, ის არის სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე და საერთოდ ამ ქვეყნის ყველა მოღალატის ინკარნაცია“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მას პლენარული სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.


როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, „ამ ქვეყანაში ახლა სახელმწიფო ღალატი მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პარლამენტში აფორმებს რუსული უმრავლესობა.“

„შალვა პაპუაშვილი პაპუაშვილი კი არ არის სინამდვილეში, ის არის სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე და საერთოდ ამ ქვეყნის ყველა მოღალატის ინკარნაცია. ამ ქვეყანაში ახლა სახელმწიფო ღალატი მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პარლამენტში აფორმებს რუსული უმრავლესობა. ჩემი შეკითხვა შეეხებოდა იმას, რომ გუშინ პუტინის მთავარი იდეოლოგი, დუგინი მიესალმა საქართველოს ხელისუფლებას, თქვა, რომ საქართველოს პარლამენტის კედლებს ახლა ასკდებიან უცხოელი აგენტები და, რა თქმა უნდა, მთავრობამ ახლა მათ არაფერი არ უნდა დაუთმოს. ამის პარალელურად ჩვენ ევროკავშირის მკაფიო პოზიცია მოვისმინეთ, - მიიღება ეს კანონი და შეწყდება საქართველოსთან ყოველგვარ ევროპულ მომავალზე საუბარი და გაუქმდება უვიზო მიმოსვლა, სავარაუდოდ. ჩემი ინფორმაციით, ბრიუსელში ამაზე უკვე სერიოზული საუბარ მიდის, რომ უვიზო რეჟიმი უნდა შეჩერდეს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები