ხვალ დილიდან, ბათუმიდან თბილისის მიმართულებით საპროტესტო კოლონა დაიძვრება

ხვალ დილიდან, ბათუმიდან თბილისის მიმართულებით საპროტესტო კოლონა დაიძვრება
1-05-2024, 02:14 - 2024
3 648

თბილისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს ხვალ უკვე ბათუმიდან შემოუერთდებიან. 


დილის 12 საათიდან, ევროპის მოედნიდან ადგილობრივი ოპოზიციონერები, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დედაქალაქისკენ გამოემგზავრებიან: 

„როგორც ჩანს, ივანიშვილის რეჟიმი კიდევ აპირებს ძალის გამოყენებას და შესაძლებელია უარესიც კი ჩაიდინოს, ამიტომ, თუკი თავებს ითვლიან, მაშინ ისინი ნახავენ ხვალ ჩვენ რას ვაპირებთ. ბათუმიდან დავიძვრებით და მთელი საქართველოს გავლით, დიდი კოლონით ჩამოვალთ თბილისში, ხვალ 12 საათზე აჭარის მოსახლეობის საყურადღებოდ, ევროპის მოდებიდან გამოვემგზავრებით და გავივლით ყველა დიდ ქალაქს“, - განაცხადეს რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა