„გავანადგურეთ უკრაინული სამეხდრო ჯგუფი“ - რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინა რუსეთში შეიჭრა

„გავანადგურეთ უკრაინული სამეხდრო ჯგუფი“ - რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინა რუსეთში შეიჭრა
21-02-2022, 19:34 - 2022
1 285

რუსულ სამთავრობო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე უკრაინელების ორი ჯავშანტრანსპორტიორი გაანადგურა.

უკრაინაში ამბობენ, რომ უკრაინელი სამხედროები როსტოვის რეგიონში არ ყოფილან.

რუსული პროპაგანდისტული მედია კი ამტკიცებს, რომ დაღუპულია ხუთი უკრაინელი სამხედრო, რუს სამხედროებს შორის კი მსხვერპლი არ არის.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დირექტორატის რაზმმა როსტოვის რეგიონში, სამხრეთ სამხედრო ოლქის საზღვრის დაფარვის

ნაწილებთან ერთად, აღმოაჩინა უცნობი ჯგუფი ორ ქვეით საბრძოლო მანქანაზე, რომელმაც დაარღვია საზღვარი უკრაინიდან რუსეთის ფედერაციამდე. 
ჯგუფი შეჩერდა და განადგურდა შეიარაღებული წინააღმდეგობის დროს
“, - ნათქვამია რუსული მედიის ინფორმაციაში.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა