ჯაფარიძე ივანიშვილის განცხადებებზე: ყველა  პრობლემა „შეტენა“ დასავლეთს

ჯაფარიძე ივანიშვილის განცხადებებზე: ყველა პრობლემა „შეტენა“ დასავლეთს

30-04-2024, 10:28 - 2024
628
       

„ყველა წარსული პრობლემა „შეტენა“ დასავლეთს“, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.


მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების შემდეგ რეპრესიები დააანონსა.

„დასავლეთს დაემუქრა შევარდნაძის დროინდელ საქართველოში ან იანუკოვიჩის უკრაინაში არ შეგეშალოთო.

არანაირი მართლმსაჯულების ან რაიმე სხვა რეფორმაო. არჩევნების შემდეგ რეპრესიები დააანონსა.

ბოლოში იდიოტებს მორიგი ოცნება გადმოუგდო ევროკავშირში გაწევრიანების სახით.

არა რა რუსეთი, რა შუაშია რუსეთი“, - წერს ჯაფარიძე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები