ქართველმა ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების მიერ მოწყობილ აქციაზე მოსახლეობას მორიგი პირობა მისცა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ 2030 წელს საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყანად აქცევს
„გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
ჩვენ ვართ უნიკალური ერი უნიკალური ისტორიით, ტრადიციებითა და იდენტობით.
სწორედ ამ უნიკალური ეროვნული ტრადიციებითა და იდენტობით უნდა გავწევრიანდეთ საერთო ევროპულ ოჯახში, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს ნამდვილი ფასი ევროკავშირს საქართველოსთვის და საქართველოს ევროკავშირისთვის“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.