დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის სპიკერმა მედია ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრას აპირებს.
„დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი აპირებს შეჭრას და რომ პრეზიდენტ პუტინის გეგმა უკვე დაწყებულია“, - განუცხადა ჟურნალისტებს ჯონსონის სპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმის გეგმის არსებობის შესახებ ცნობა უარყო, მაგრამ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ნაწილები ამ დრომდე მობილიზებული ჰყავს.