ივანიშვილი: არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ მკაცრად აგებს პასუხს

ივანიშვილი: არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ მკაცრად აგებს პასუხს

29-04-2024, 23:15 - 2024
479
       

„არჩევნების შემდეგ კი, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების მიერ მოწყობილ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისი თქმით, არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 2 ათწლეულის მანძილზე ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა.

„საქართველოს ბედი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ამ წლების განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ საკმარისი რესურსი, რომ სუვერენიტეტის სრულად განმტკიცება დავიწყოთ. სწორედ ამას ემსახურება კანონიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. არჩევნების შემდეგ კი, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას" გამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, რომელსაც ის 9-წლიანი სისხლიანი მმართველობისა და 12 წლიანი „მაოხრებელი გზირობისთვის“ იმსახურებს. არჩევნების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობა" მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 2 ათწლეულის მანძილზე ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები