შსს: სპეციალურ საშუალებებს გამოვიყენეთ

შსს: სპეციალურ საშუალებებს გამოვიყენეთ

29-04-2024, 00:24 - 2024
568
       

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი.


მათი მტკიცებით, აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს. 

„მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა. 

პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება გამოიყენა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ პროტესტის გამოხატვის კანონით დადგენილ ნორმებს“, - აცხადებს შსს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები