კალაძე: „ქართული ოცნების“ დამსახურებაა უვიზო მიმოსვლა ევროპაში და კანდიდატის სტატუსი

კალაძე: „ქართული ოცნების“ დამსახურებაა უვიზო მიმოსვლა ევროპაში და კანდიდატის სტატუსი

17-04-2024, 14:07 - 2024
1 375
       

 თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში განცხადებას აკეთებს.

ყოფილი ფეხბურთელი თუ აქამდე მკაფიო რუსულ პროპაგანდას ახმოვანებდა, დღეს შერბილებული ტონით ამბობს სათქმელს.

„რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა! ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუფლად გადავადგილდებით ვიზის გარეშე, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. 

პირობას გაძლევთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში შევალთ ევროკავშირში.
ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი სულისკვეთება - ჩვენი მომავალი არის ევროპა! სწორედ ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა, რომ ევროპული ღირებულებებით ვიცხოვროთ. პირველ რიგში, ევროპა საქართველოში და აქ მინდა, ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის. ჩვენი წინაპრებიც ამისთვის იბრძოდნენ, რომ ვყოფილიყავით თავისუფლები და დამოუკიდებლები! ნურავის შერცხვება და შეეშინდება ამის თქმის, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპა!“, - წერს კახი კალაძე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები