საქართველოს ნაკრების ლეგენდარული, ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე რუსული კანონის მიღებას ეხმაურება.
ის აცხადებს, რომ ისტორიაში არ ყოფილა მომენტი, როცა რუსეთი ჩვენ ქვეყანას მხარს უჭერდა ისეთ გადაწყვეტილებაში, რაც ქართველი ხალხისთვის სასარგებლო იყო.
„არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში, რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო.
ამიტომ, არა ამ კანონს და არა ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გვაშორებს ჩვენ მთავარ მიზანს და საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალს“, - განაცხადა შოთა არველაძე