ჯაფარიძე: უდანაშაულო ადამიანებზე ძალადობა უნდა შეწყდეს

ჯაფარიძე: უდანაშაულო ადამიანებზე ძალადობა უნდა შეწყდეს

17-04-2024, 00:18 - 2024
266
       

„პირადად, შინაგან საქმეთა მინისტრს მოვუწოდებ, რომ ჩაერიოს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ირაკლი კუპრაძე და ყველა დაკავებული ახალგაზრდა“, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.


მისივე თქმით, უდანაშაულო ადამიანების დაჭერა კიდევ უფრო მეტ პროტესტს გამოიწვევს.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ფიზიკურად უსწორდებიან [აქციის მონაწილეებს]. ყველა პოლიციელი, რომელიც გადაამეტებს თავის უფლებამოსილებას, უნდა დაისაჯოს კანონის სიმკაცრით. მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს, რომ ჩაერიოს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ირაკლი კუპრაძე და ყველა დაკავებული ახალგაზრდა. უდანაშაულო ადამიანებზე ძალადობა უნდა შეწყდეს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები