ვაშაძე: ჩვენს უკან სამშობლოა, მათ უკან - ღალატი

ვაშაძე: ჩვენს უკან სამშობლოა, მათ უკან - ღალატი
17-04-2024, 00:14 - 2024
154

„ჩვენს უკან სამშობლოა, მათ უკან კი ღალატი. ბოლომდე ვიბრძოლებთ!“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.


როგორც ვაშაძემ განმარტა, აქციის მიმდინარეობისას სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ უკანონო ქმედებები განხორციელდა.

„აბსოლუტურად უკანონო ქმედება არის ის, რაც მოხდა. წინ ვიდექი და მათი {სპეციალური დანიშნულების რაზმის} მხრიდან დაიწყო უკანონო ქმედებები, ალყა შემოარტყეს ხალხს. ამის დაშვება არ შეიძლება. მოვუწოდებ, ნუ ჩადიან უკანონო ქმედებებს. ბოლომდე აქ ვდგავართ. ჩვენს უკან სამშობლოა, მათ უკან - ღალატი. ბოლომდე ვიბრძოლებთ! მადლობა ხალხს, რომ ყველა აქ არის“,-აღნიშნა ვაშაძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა