„როინ ქოჩორაშვილი არის ნაცი“, - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე საფეხბურთო ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილის მამაზე საუბრისას.
კალაძე საქართველოს ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილისა და მისი მამის, როინ ქოჩორაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„გახარიას პარტიის წარმომადგენელია. რატო გიკვირთ?...“, - თქვა თბილისის მერმა როინ ქოჩორაშვილზე.
შეგახსენებთ, გიორგი ქოჩორაშვილმა გუშინ, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული თავისუფლების მარშიდან ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ კი ფეხბურთელის მამამ სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა.