მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ.
ხვიჩა კვარაცხელიას თქმით, საქართველოს ნაკრების გამარჯვება ქართველი გულშემატკივრების დამსახურებაცაა.
„უბედნიერესები ვართ, ასეთი ემოცია არასდროს არ მქონია ცხოვრებაში. მადლობა ქართველ გულშემატკივარს. 120 წუთი ასეთი გულშემატკივრობა, ბევრ სტადიონზე მაქვს ნათამაშები, მაგრამ ასეთი რამე არსად არ მინახავს. თქვენ იყავით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ გავიმარჯვეთ“, - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.