რეკლამა
22 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

22 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

1-03-2024, 01:13 - 2024
3 996

22 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.


გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ მიიღო.

შემდეგი სასამართლო პროცესი 22 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება.

ბრალდების მხარე მას ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ედავება. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ცინდელიანს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, მკვლელობაში ბრალდებული 2003 წელს დაბადებული ოთარ ცინდელიანია, რომელიც სამართალდამცველებმა გვიან ღამით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს, რა დროსაც ის მიკროავტობუსით მესტიისკენ მიემგზავრებოდა.

მკვლელობა 28 თებერვალს მოხდა. 

ახალგაზრდა გოგოს ცხედარი სახლთან ახლოს, წინაუბნის დასახლებაში, თხრილში ჩაგდებული, მამამ იპოვა. 


რეკლამა
რეკლამა
მსგავსი სიახლეები
რეკლამა