პრეზიდენტი: რეპუტაციის საკითხია, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობაა

პრეზიდენტი: რეპუტაციის საკითხია, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობაა

29-02-2024, 12:15 - 2024
5 646
       

„რეპუტაციის საკითხია, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალების შესახებ განაცხადა.


მისი თქმით, მის გადაწყვეტილებაზე ზეგავლის მოხდენას ვერავინ შეძლებს.

„თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევნები არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ სად იქნება სააკაშვილი. ის დაპატიმრებული პოლიტიკური ოპონენტი არაა, ის ნავალნი არ არის, ის ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც თავისი პრეზიდენტობის დროს ბევრი ისეთი რამ ჰქონდა, რასაც არ ვიცი რა დავარქვა, ავტოკრატიული, ავტორიტარული რეჟიმების ციხეებში ადამიანის უფლებების დარღვევების ტენდენცია, ეს ყველაფერი გვინახავს სააკაშვილის მმართველობის დროს და ამაში გვიცხოვრია. ასე, რომ ის ციხეში რეალური მიზეზების გამოა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჰუმანიტარული პერსპექტივა არ უნდა იყოს დაცული და მე ძალიან ახლოდან ვაკვირდებოდი იმას, თუ რა ემართებოდა მას ციხეში. გეთანხმებით, რომ რეპუტაციული მხრივ გაცილებით უკეთესი იქნებოდა სადმე სხვაგან ყოფილიყო ეს მთავრობის მისაღები გადაწყვეტილებაა. ჩემი მხრიდან მხოლოდ ერთი შესაძლებლობა მაქვს, რომელზეც არასდროს ვაკეთებ კომენტარს. ეს მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩემით მივიღებ  და პასუხს მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე ვაგებ და ეს ნამდვილად არ არის ის, რაზეც გავლენა შეიძლება მოახდინო საგარეო, ან შიდა ზეწოლით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები