ბერდია სიჭინავა: ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლას ფასადურად იწყებს

ბერდია სიჭინავა: ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლას ფასადურად იწყებს

28-02-2024, 17:41 - 2024
4 529
       

პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივნის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლას ფასადურად იწყებს.


როგორც სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა, კრიტიკას ვერ უძლებს ის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მმართველმა პარტიამ ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით წარმოადგინა.

„ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის რეკომენდაციების მთელი სულისკვეთება არის ის, რომ ანტიკორუფციული ბიურო იყოს ქმედითი და დამოუკიდებელი მექანიზმი, რომლის საქმიანობაში მიუკერძოებლობის ელემენტები იქნება ძალიან მაღალი და მის ობიექტურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ იარსებებს. მიუხედავად ამისა, „ოცნება“ დღეს ანტიკორუფციული მიმართულებით ფასადურ ცვლილებებს გვთავაზობს, თითქოს კორუფცია ახლა აღმოაჩინეს და კორუფციასთან ბრძოლა ახლა გამოაცხადეს. რა თქმა უნდა, კრიტიკას ვერ უძლებს ის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მმართველმა პარტიამ ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით წარმოადგინა. ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც არ აქვს გამოძიების უფლებამოსილება, ბუნებრივია, ვერ იქნება ქმედითი ინსტრუმენტი კორუფციასთან ბრძოლაში. მეორე საკითხი არის ის, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს ერთი მხრივ, ფინანსური მონიტორინგის ფუნქცია, ხოლო მეორე მხრივ, თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგის უფლება, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროდან გადაეცა ანტიკორუფციულ ბიუროს. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაციებშიც კი თვალხილულად ჩანს თანამდებობის პირების მხრიდან წლიდან წლამდე გამდიდრება, უძრავი ქონებების რეგისტრირება, ჩვენ არ გვინახავს საგამოძიებო ორგანოებს დაეწყოთ მინიმუმ მოკვლევა მაინც“, - განაცხადა სიჭინავამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები