თბილისსა და ბათუმში ყალბი ფულის გასაღების ფაქტებზე 3 პირი დააკავეს

თბილისსა და ბათუმში ყალბი ფულის გასაღების ფაქტებზე 3 პირი დააკავეს

27-02-2024, 17:28 - 2024
493
       

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი ფულის გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს, ერთი ბათუმში, ერთი თბილისში. 


დაკავებულია სამი ადამიანი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულების მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში გასაღებულ იქნა 19 900 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა, ხოლო მეორე შემთხვევაში ქ. ბათუმში, სხვადასხვა ობიექტზე, ბრალდებულმა გაასაღა 4 ცალი 100 ლარიანი და 1 ცალი 50 ლარიანი ყალბი კუპიურა“, - წერია განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები