„დღეს ჩვენ მოვედით აქ გმირების დაფასებისთვის, თუ როგორი გაფრთხილება უნდა თავისუფლებას და სახელმწიფოებრიობას“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ კოჯორში იუნკერთა მემორიალთან განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი დღე ყველას გვაიძულებს, ვიფიქროთ ერთიანობაზე და არა დაპირისპირებაზე.
„რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ყველამ ვიცით ვინ არის, მაგრამ დღეს მაინც თავს შევიკავებ იმიტომ, რომ არსებობს დღეები, როცა პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს. ყველამ იცის, ვინც არის და რასაც წარმოადგენს „ქართული ოცნება“, მაგრამ დღევანდელი დღე ყველას გვაიძულებს, ვიფიქროთ ერთიანობაზე და არა დაპირისპირებაზე და პარტიულ კინკლაობაზე“, - განაცხადა მანჯგალაძემ.