მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა ქართული სულიერება

მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა ქართული სულიერება

18-02-2024, 22:53 - 2024
1 594
       

„როდესაც „ნაცმოძრაობა“ ებრძოდა ყველაფერ ქართულს, იდენტობას, ამბიონებზე უვარდებოდნენ მღვდლებს, ეკლესიებში ვარდებოდნენ, ბიძინა ივანიშვილმა მაშინ გადაარჩინა ქართული სულიერება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.


როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მილიონობით დოლარი იხარჯება შეკვეთილ სტატიებში იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილს დაარტყან.

„შეკვეთილი სტატიები, ამერიკაში მოქმედი ე. წ. რუსული კანონი რომ დაარქვეს აქ, ამის თანახმად რომ გამოქვეყნდა დოკუმენტები, ეგ ხომ ვნახეთ, რომ საქართველოდან, უცხოეთიდან კონკრეტული შეკვეთები იყო, მილიონობით დოლარი იხარჯება ამაში იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილს დაარტყან. სამ მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული, ამ ქველმოქმედების ძირითადი 90-95 პროცენტზე მეტი ეკლესია მონასტრების მშენებლობა რეაბილიტაციაზე, კულტურის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, კულტურის და ხელოვნების მოღვაწეების დაფინანსებაზე და ამ მიმართულებით, ყველაფერზე, რაც ასოცირდებოდა ქართულ იდენტობასთან, მის შენარჩუნებასთან. როდესაც ნაცმოძრაობა ებრძოდა ყველაფერ ქართულს, იდენტობას, ამბიონებზე უვარდებოდნენ მღვდლებს, ეკლესიებში ვარდებოდნენ, ბიძინა ივანიშვილმა მაშინ გადაარჩინა ქართული სულიერება ნაცებისგან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ „იმედის კვირასთან“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები