თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომას ესწრება თავად ექს-პრეზიდენტიც. ცნობილია ისიც, რომ სააკაშვილი სასამართლოდან მოქალაქეებს კვლავაც მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.