ვაშაძე: ჩვენი გამარჯვების შემდეგ, 4 წელში ქვეყანაში უმუშევარი ადამიანი არ იქნება

ვაშაძე: ჩვენი გამარჯვების შემდეგ, 4 წელში ქვეყანაში უმუშევარი ადამიანი არ იქნება

2-02-2024, 16:07 - 2024
4 022
       

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ არჩევმებში მისი გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში უმუშევარი ადამიანები აღარ იქნებიან.


მისი თქმით, ქვეყანაში საჭიროა შეიქმნას ღირსეული სამუშაო ადგილები და ღირსეული ანაზღაურება.

„რა არის ჩვენი N1 საჭიროება საქართველოში? - ანაზღაურება და ღირსეული სამუშაო ადგილები, ამიტომ ვართ ამერიკაში. ახლა აშშ-ს ციფრულ სავაჭრო პალატაში ვიმყოფებით, სადაც ვხვდებით გუგლის, ამაზონის, მაიკროსოფტის წარმომადგენლებს, ძალიან ბევრ კომპანიას. 

რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს აქვს შანსი, რეგიონის ლიდერი იყოს და მოვიზიდოთ ძალიან ბევრი ამერიკული ინვესტიცია, შევქმნათ ტექნოლოგიური ცენტრი საქართველოში - ჩამოვიტანოთ ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება, დიდი კომპანიები ჩამოვიყვანოთ, რომ ეკონომიკური განვითარების სწრაფი ნახტომი გავაკეთოთ, რათა მაღალანაზღაურებადი და ღირსეული სამუშაო ადგილები შევქმნათ.

რაც მთავარია, ამისთვის ვემზადებით. ძალიან ფართო წრეებთან გვაქვს საუბარი და ყველა ოქტომბერში ჩვენს დიდ გამარჯვებას ელოდება, რის შემდეგაც, სრულიად ახალი ტრანსფორმაციის გეგმას დავიწყებთ. 

საქართველოში ოთხ წელიწადში უმუშევარი ადამიანი არ იქნება. ამის პირობას ვაშინგტონიდან გაძლევთ და სწორედ ეს არის ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები