ხაბეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვებისთანავე ოზურგეთში დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდ აეროპორტს ააშენებს

ხაბეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვებისთანავე ოზურგეთში დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდ აეროპორტს ააშენებს
2-02-2024, 15:19 - 2024
4 457

„ნაციონალური მოძრაობა“, „გამარჯვების კოალიცია“ გამარჯვებისთანავე ოზურგეთში დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდ აეროპორტს ააშენებს, რომელიც იქნება ჰაბი და შექმნის მაღალანაზღაურებად ათიათასობით სამუშაო ადგილს, ჩვენს მოქალაქეებს კი, აღარ მოუწევთ ქვეყნიდან გაქცევა, არამედ საქართველოშივე შეძლებენ ღირსეული ანაზღაურების მოპოვებას და ღირსეულ დასაქმებას“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.


მისივე განცხადებით, „ივანიშვილი ჰპარავს ჩვენს მოსახლეობას იმ შესაძლებლობას, რითაც ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ღირსეული შემოსავალი და ღირსეული სამუშაო ადგილები“.

„ოზურგეთში მოსახლეობის 30%, 25 000 ადამიანი, ფაქტობრივად, გაიქცა ქვეყნიდან უკანასკნელ ხუთ წელიწადში. ოზურგეთში მოსახლეობის 50 %-ს არ აქვს წყალი, 53 % სოციალურად დაუცველია, 70 %-ს კანალიზაცია არ აქვს და ტრაგიკულია, როცა ვსაუბრობთ ხუთი წლის განმავლობაში 25 000 გასულ ადამიანზე მხოლოდ ოზურგეთიდან. ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს შესაძლებლობას ჰპარავს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ღირსეული შემოსავალი და ღირსეული სამუშაო ადგილები. ახლა ვიმყოფებით მერიაში, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“, „გამარჯვების კოალიცია“ გამარჯვებისთანავე ააშენებს ყველაზე დიდ აეროპორტს დასავლეთ საქართველოში, რომელიც იქნება ლოჯისტიკური ცენტრი, ნამდვილი ჰაბი და შექმნის მაღალანაზღაურებად, ათი ათასობით სამუშაო ადგილებს. ჩვენი მოქალაქეები არა თუ გაიქცევიან, არამედ საქართველოშივე შეძლებენ ღირსეული ანაზღაურების მოპოვებას და ღირსეულ დასაქმებას. აქ წარმოდგენილია კომპანიები, რომელიც რუსეთიდან სანქციის პირობებში გავიდა. ჩვენს მოსახლეობას უნდა ესმოდეს, რომ რუსეთიდან 5 000 კომპანია გავიდა, 266 მილიარდი კაპიტალი, 4-6 მილიონამდე სამუშოა ადგილი და არცერთი სამუშაო ადგილი, არცერთი კომპანია, არცერთი მილიონი არ მოსულა საქართველომდე და საქართველოში. ეს არის გაშვებული შესაძლებლობა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ მოპარული შესაძლებლობა და ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი ჰპარავს ჩვენს მოსახლეობას იმ შესაძლებლობას, რითაც ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ღირსეული შემოსავალი და ღირსეული სამუშაო ადგილები. ამიტომ, ვიძლევით პირობას, რომ აქ, სადაც ახლა მე ვიმყოფები, აშენდება ყველაზე დიდი აეროპორტი, შეიქმნება ლოჯისტიკური ცენტრი და ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ ღირსეული შემოსავალი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის სიტყვასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.


კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა